ნიუ ემპრესა შეგისრულებთ ნებისმიერი ტიპის სამშენებლო სამუშაოებს.
ჩვენი გუნდის კვალიფიციური სპეციალისტები გთავაზობთ პროექტირებას, სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადებას, ნებართვების მიღებას შესაბამისი სტრუქტურებიდან, თავად მშენებლობასა და ხარისხის კონტროლს.
სამშენებლო პროცესის მიდგომებია: უსაფრთხოება და ინოვაცია.
დიზაინი
ჩვენი კომპანიის საშუალებით შეძლებთ თქვენი ხედვა და ინდივიდუალიზმი გამოხატოთ თქვენს გარემომცველ სივრცეში.
არქიტეტურისა და დიზაინის ამოცანაა დამკვეთის საჭიროებებზე, მის გემოვნებასა და მსოფლმხედველობაზე დაყრდნობით შექმნას უსაფრთხო საცხოვრებელი თუ ინდუსტრიული სისტემები. იყოს ფუნქციური და ცოცხალი.
რემონტი
ნიუ ემპრესა სარემონტო სამუშაოებს შეგისრულებთ მაქსიმალური ინფორმირების თანხლებით. შეინარჩუნებს თქვენს ჩართულობას, თუმცა აგარიდებთ სარემონტო პროცესის ყველა უსიამოვნო კომპონენტს.
გამოცდილი სპეციალიტების გუნდი დიზაინ პროექტებს სრული სიზუსტით, მაღალი ხარისხის დაცვითა და გარანტიის პირობით აქცევს რეალობად.
ავეჯის პროექტირება და წარმოება
დინამიურ ეპოქაში მუდმივად იცვლება ტრენდები, უმჯობესდება ტექნოლოგიები და ინტეგრირდება ჩვენს ყოფაცხოვრებაში. ნიუ ემპრესა ინოვაციების გათვალისწინებით დააპროექტებს თქვენთვის საჭირო ავეჯს.
მნიშვნელოვანია საბოლოოდ მიიღოთ მაქსიმალურად ფუნქციური, თქვენს გემოვნებაზე მორგებული საყოფაცხოვრებო ინვენტარი, რომელიც ამავე დროს დიზაინის შემადგენელი ელემენტიც იქნება.